რეგიონული განვითარების სამინისტრომ „კახეთის განვითარების პროექტში“ ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა
რეგიონული განვითარების სამინისტრომ „კახეთის განვითარების პროექტში“ ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა
18:14 21.11.2012
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას განცხადებით, „კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის“ ფარგლებში განხორციელებულ მხოლოდ ერთ პროგრამაში, ფასთა სხვაობამ რეალურსა და გაწერილს შორის, 700 ათასი ლარი შეადგინა.
როგორც შოთა მურღულიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტრო დეტალურად სწავლობს განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ხარჯთაღიცხვებს და ადგენს მათ შესაბამისობა რეალურად არსებულ საბაზრო ფასებთან.

ბრიფინგზე, შოთა მურღულიამ წარმოადგინა ”კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის” ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა ანალიზის დროსაც საკმაოდ დიდი სხვაობა დაფიქსირდა არსებულ ფასებსა და რეალურ საბაზრო მონაცემებს შორის. მაგალითად, ნადიკვრის პარკის 4.6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტში განსხვავებამ 700 000 ლარი შეადგინა. მართალია, აღნიშნული ხელშეკრულებები ტენდერის მეშვეობით გაფორმდა, მაგრამ სამინისტროს შეფასებით შეცდომები საპროექტო ორგანიზაციების მიერ იქნა დაშვებული. რაც შეეხება სხვა მონაწილეების სავარაუდო ჩართულობაზე არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, ამაზე შესაბამისი სამსახურები მოახდენს რეაგირებას.
სამინისტრო ანალიზის მასალებს საფინანსო პოლიციას გადასცემს.

ბეჭდვა