შსს ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
შსს ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
13:10 20.11.2012
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის აეროპორტის დანაყოფის თანამშრომლებმა დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. იგი სტამბული-თბილისის რეისით საქართველოში ბრუნდებოდა. საპატრულო პოლიციის აეროპორტის დანაყოფის თანამშრომლებმა ასევე დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები პირი, იოსებ გიგუაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე, 332-ე, 338-ე, ხოლო იოსებ გიგუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე 236-ე 376-ე მუხლებით. ამ დროისათვის ორივე მათგანი გადაყვანილია გლდანის მერვე საპყრობილეში. ირაკლი ოქრუაშვილის და იოსებ გიგუაშვილის მიმართ მოსამართლის მიერ გამოტანილი იყო დადგენილება ძებნის შესახებ” - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბეჭდვა