საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას საჩივარის გამოძიების პირობას დებს.
„რაც შეეხება გუნავას საჩივარს, ის არაერთ პოლიციელს ადებს ხელს და ამბობს რომ დაკავების დროს მისი უფლებები დაირღვა. ჩვენ გამოვიძიებთ თითოეულ ამ პრეტენზიას და თუ დადასტურდა, რომ რომელიმე პოლიციელს ხელი წასცდა და კანონდაღვევა ჩაიდინა, ის უმკაცრესად იქნება დასჯილი“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
