საჯარო რეესტრი 2013-2015 წლების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო "რედისონში" საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის სოსო წიქარიშვილის განცხადებით, 2013-2015 წლების სტრატეგიული გეგმის საფუძველზე მთელი რიგი სერვისები დაინერგება, გამარტივდება პროცედურები, მოწესრიგდება სამისამართო სისტემა, შეიქმნება ინგლისურენოვანი ბიზნესრეესტრი და ა.შ.
