არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დღეს საქართველოს პარლამენტში შეხვედრას გამართავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ -დან აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტარებს სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობის და გასატარებელი რეფორმების შესახებ საკუთარ ხედვას წარუდგენენ.
შეხვედრის თემა „საარჩევნო რეფორმა“ და „მართლმსაჯულების სისტემა“ იქნება.
შეხვედრები დღეს 12:00 და 16:00 საათზე გაიმართება.
