იუსტიციის მინისტრი რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს წარადგენს
იუსტიციის მინისტრი რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს წარადგენს
18:35 19.11.2012
იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, ხვალ, მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და საჯარო რეესტრის სააგენტოების, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელებს წარადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა დღეს საზოგადოებას თავისი ახალი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე წარუდგინა.

ბეჭდვა