ბაჩო ახალაიას მიმართ გამოძიებამ ახალი ეპიზოდები გამოავლინა
ბაჩო ახალაიას მიმართ გამოძიებამ ახალი ეპიზოდები გამოავლინა
13:18 16.11.2012
საქარველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ გამოძიებამ ახალი ეპიზოდები გამოავლინა.

ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ კბილაშვილი ახალაიას მიმართ გამოვლენილი ახალი ეპიზოდების კონკრეტიკისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ის საზოგადოებისთვის მაქსიმალურად მოკლე დროში გახდება ცნობილი.

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული.

ბეჭდვა