სამართალდამცველებმა ხიზანიშვილის სამუშაო კაბინეტი გაჩხრიკეს
სამართალდამცველებმა ხიზანიშვილის სამუშაო კაბინეტი გაჩხრიკეს
11:33 16.11.2012
სამართალდამცველებმა წუხელ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისა და ვიცე-მერის, შოთა ხიზანიშვილის სამუშაო კაბინეტი გაჩხრიკეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ტელეკომპანიები ავრცელებენ.

მერიის პრესსამსახურის განცხადებით აღნიშნული ჩხრეკის შესახებ მათთვის ცნობილი არ ყოფილა და ამასთან სამართალდამცველებს არც ჩხრეკის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ. ჩხრეკის შედეგად წაღებულია კომპიუტერის პროცესორი.

დაქალაქის ვიცე-მერს შოთა ხიზანიშვილს, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება ბრალი. ამ დროისთვის ის "მოდულის" შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ბეჭდვა