მთავარი პროკურატურა 15 ნოემბერს განხორციელებული დაკავებების საფუძვლების შესახებ ინფორმაციას 1 საათში გამოაქვეყნებს
მთავარი პროკურატურა 15 ნოემბერს განხორციელებული დაკავებების საფუძვლების შესახებ ინფორმაციას 1 საათში გამოაქვეყნებს
11:08 16.11.2012
მთავარი პროკურატურა 15 ნოემბერს განხორციელებული დაკავებების საფუძვლების შესახებ დეტალური ინფორმაციის გამოცხადებას დღეს 12 საათზე სპეციალურ ბრიფინგზე გეგმავს.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, დღესვე, ბრიფინგის შემდეგ, საქართველოს პროკურატურა განასაჯაროებს მტკიცებულებათა ნაწილს, რაც ზემოაღნიშნულ პირთა დაკავების საფუძველი გახდა.

ამ დროისთვის მთავარმა პროკურატურამ უკვე გამოაქვეყნა იმ 12 პირის ვინაობა, ვინც 15 ნოემბერს იქნა დაკავებული.

ბეჭდვა