შინაგან საქმეთა მინისტრი ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
10:57 16.11.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში კნუტ ვოლებეკს შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხები განიხილეს.
მათ ასევე პოლიციაში გატარებულ რეფორმებზე, ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესებზე და ამ კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა და კნუტ ვოლებეკმა ეროვნულ უმცირესობათა უფლებების სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები

ბეჭდვა