საქართველოს მთავარ პროკურატურაში, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესა და თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილთან ერთად დაკითხვაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ვაჟა ლილუაშვილიც იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიება პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მიმდინარეობს. დაკითხვას შოთა ხიზანიშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ესწრება.
