,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ’’ ,,ელიტ-ელექტრონიქსის’’ საქმესთან დაკავშირებით ანგარიში წარადგენა
,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ’’ ,,ელიტ-ელექტრონიქსის’’ საქმესთან დაკავშირებით ანგარიში წარადგენა
12:57 15.11.2012
,,უფლებადამცველთა გაერთიანებამ’’ მესაკუთრე ანზორ ქოქოლაძისთვის კომპანია „ელიტ-ელექტრონიქსის“ წართმევასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.

„ანზორ ქოქოლაძის ბიზნესის მიმართ გამოყენებული იქნა საქართველოს სახელისუფლებო წრეებში იმ დროისათვის ჩამოყალიბებული მესაკუთრეებისათვის ბიზნესის წართმევის სქემა, რომლის არსიც შემდგომში მდგომარეობდა: სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, ან მისი რომელიმე მაღალჩინოსნისათვის საინტერესი კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლა ვითომდა შემოწმების მიზნით, კომპანიაზე ჯარიმის დაკისრება, რომლის გადახდის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოსთან გარიგებული ბანკის მხრიდან გაიცემოდა საბანკო გარანტია, რომელიც თავის მხრიდან უზრუნველოყილი იყო ბანკის სასარგებლოდ დაგირავებული კომპანიის წილი, შემდგომ კი სასამართლოს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებით ხდებოდა ბანკის  შესვლა კომპანიის მმართველობაში და ახდენდა მისი ხელმძღვანელი რგოლების და დირექტორის ცვლილებას, ბანკის მიერ დანიშნული ახალი მენეჯმენტით დავალიანების გადახდის ხელოვნური შეფერხება და კომპანიის ბანკის საკუთრებაში გადასვლა, შემდეგ კი კომპანიის გაყიდვა  ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიაზე, რომელიც როგორც წესი საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების საკუთრება იყო“-
ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

,,უფლებდამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ,,ელიტ-ელექტრონიქსის’’ შემაჯამებელ ანაგარიშზე მუშაობისას, „თიბისი ბანკის“ და მასთან გარიგებაში მყოფი დავით კეზერაშვილის, ქალაქის მერის გიგი უგულავას და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის დანაშაულებები გამოიკვეთა, სწორედ მათი ძალისხმევით წაართვეს ანზორ ქოქოლაძეს კომპანია, შემდგომ კი იგი და მისი თანამშრომლები დააპატიმრეს - განაცხადა მჟავანაძემ.

ბეჭდვა