სუბარის განცხადებით ახალაია #7 დაწესებულებაში ყველაზე უსაფრთხოდ იქნება
სუბარის განცხადებით ახალაია #7 დაწესებულებაში ყველაზე უსაფრთხოდ იქნება
15:34 14.11.2012
სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას #7 საპყრობილეში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ახალაიას უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით იქნა მიღებული.

„მეშვიდე საპყრობილე არის ის ადგილი სადაც ახალაია ყველაზე მეტად იქნება დაცული. №7 დაწესებულებაში სულ 35 პატიმარი იხდის სასჯელს, ახალაია გაძლიერებული დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, და იგი სამარტოვო საკანშია მოთავსებული“-აღნიშნა სუბარმა ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით,№7 დაწესებულებაში სხვა მსჯავრდებულებთან ერთად სასჯელს ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდებიც იხდიან.

ბეჭდვა