ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში კანონიერ ქურდებთან გადაიყვანეს
ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში კანონიერ ქურდებთან გადაიყვანეს
12:20 14.11.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების # 7 დაწესებულებაში ქურდებთან გადაიყვანეს.

აღნიშნული ინფორმაცია, დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებს, სოციალური ქსელებით ორთაჭალაში სასჯელაღსრულების  #7  საპყრობილესთან სოლიდარობის ნიშნად მისვლისკენ მოუწოდებენ.

ინფორმაცია ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება.

ბეჭდვა