იუსტიციის სამინისტრომ ქვემო ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა
იუსტიციის სამინისტრომ ქვემო ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა
11:44 14.11.2012
იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული პროექტის “ჩვენი საზოგადოების“ ამოქმედებიდან ერთი წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით იუსტიციის სამინიტრომ და თბილისის იუსტიციის სახლმა ქვემო ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გარდაბნის, ვახტანგისის და ქესალოს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა და იუსტიციის სახლი დაათვალიერეს. თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერმა მათ 250-ზე მეტი სერვისი გააცნო, რომელიც ერთ სივრცეშია გაერთიანებული.

პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სახლები, ერთი წლის განმავლობაში, 140-მდე სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ დაათვალიერა.

ბეჭდვა