იუსტიციის სამინისტროში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
იუსტიციის სამინისტროში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
10:28 14.11.2012
იუსტიციის სამინისტრო ახალი პროექტის ამოქმედებას გეგმავს. პროექტის, სახელწოდებით - e-Democracy პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
პროექტის ამოქმედების შემდეგ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, კანონპროექტების შესახებ აზრის გამოთქმა და კომენტარის დატოვება შეეძლება.

როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციას მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი რუსუდან მიხეილიძე და საკანონმდებლო მაცნეს ხელმძღვანელი გიორგი წიკლაური გამართავენ

პრეზენტაცია დღეს, სამინისტროს შენობაში 13 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა