იუსტიციის სამინისტრო ახალი პროექტია ამოქმედებას გეგმავს. პროექტის, სახელწოდებით - e-Democracy პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.
პროექტის ამოქმედების შემდეგ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, კანონპროექტების შესახებ აზრის გამოთქმა და კომენტარის დატოვება შეეძლება.
როგორც „ნიუსპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციას მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი რუსუდან მიხეილიძე და საკანონმდებლო მაცნეს ხელმძღვანელი გიორგი წიკლაური გამართავენ
პრეზენტაცია ხვალ სამინისტროს შენობაში 13 საათზე გაიმართება.
