სასაზღვრო პოლიციამ ზღვის დაბინძურების ფაქტზე მშრალმტვირთმზიდი გემი დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ ზღვის დაბინძურების ფაქტზე მშრალმტვირთმზიდი გემი დააკავა
11:29 12.11.2012
შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და შავი ზღვის სამსახურის ფოთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-10 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, კომორის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი “santaelena” დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გემის კაპიტანი, უკრაინის მოქალაქე გენადი ბალუშკია.
გემის კაპიტნის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით მიმდინარეობს.

ბეჭდვა