შსს-მ ქურდობის ფაქტზე ქუთაისში მოქალაქე დააკავა
შსს-მ ქურდობის ფაქტზე ქუთაისში მოქალაქე დააკავა
13:57 09.11.2012
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა სწრაფი გადახდის აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტზე, მოქალაქე გარი ხარაიშვილი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის I ნაწილით არის აღძრული.

დაკავება ქალაქ ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მოხდა.


ბეჭდვა