სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა
სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავა
12:57 09.11.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის საგამოძიებო სამმართველოსა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფოთის პორტის გარე რეიდზე, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, თურქეთის დროშით მცურავი კონტეინერმზიდი გემი "CEYLAK" დააკავეს.

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული გემის კაპიტანი თურქეთის მოქალაქე იშაკ სანდიქჩია, რომლის მიმართაც საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე მუხლის I ნაწილით, საქმის წარმოება მიმდინარეობს.

გემის კაპიტანს 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

ბეჭდვა