2011 წლის 16 აგვისტოს რუსთავის VI საპყრობილის საკანში, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პატიმრის-ივერი ზერეკეძის გარდაცვალების ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, გარდაცვლილის მეუღლე ლია ზერეკიძე, პროკურატურას მიმართავს.
ლია ზერეკიძე მიიჩნევს, რომ მისი მეუღლე მოკლულია და მკვლელობაში ბრალს სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, ხათუნა კალმახელიძეს და რუსთავის მე-6 საპატიმროს ყოფილილ დირექტორს-დავით მარგებაძეს სდებს.
ლია ზერეკიძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42 მუხლი“ დაიცავს.
"მივმართავთ საქართველოს პროკურატურას ივერი (მამუკა) ზერეკიძის გარდაცვალების ფაქტზე აწარმოოს ეფექტიანი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიება, გამოავლინოს და დასაჯოს აღნიშნულში დამნაშავე პირები“-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ლია ზერეკიძე სპეციალური პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.
2011 წლის 16 აგვისტოს, რუსთავის VI საპყრობილის საკანში, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ივერი ზერეკიძის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა.
ოჯახის მიერ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი, დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.
