ვანო მერაბიშვილი გიორგი კალანდაძის დაკავების მეთოდს სამარცხვინოს უწოდებს
ვანო მერაბიშვილი გიორგი კალანდაძის დაკავების მეთოდს სამარცხვინოს უწოდებს
11:28 08.11.2012
ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი, გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის დაკავების მეთოდს სამარცხვინო ფაქტს უწოდებს და მას „კაკებეშნიკურ“ ქმედებად მიიჩნევს.
ამის შესახებ მერაბიშვილმა კომენტარი ქართულ ტელეკომპანიებთან გააკეთა.

„ჩემი აზრით, მინისტრის კაბინეტში, ღამის 3 საათზე ქართველი გმირის ,ქართველი ოფიცერის კალანდაძის დაპატიმრება, ეს არის სამარცხვინო და ძველი "კაკებეშნიკური" მეთოდი. დამოუკიდებელ საქართველოში ასეთი ფაქტები არ მომხდარა“- განაცხადა მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა იქნა დაკავებული.

ბეჭდვა