არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე აბესალომ მიქელაძის კანდიდატურას წარადგენენ.
წარდგენა კინოს სახლში, 14 საათზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მოხდება.
როგორც საინიციატივო ჯგუფმა „ ნიუსპრესს“ აცნობა, ბრიფინგზე გამოქვეყნდება აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვის ტექსტიც, სადაც დაფიქსირებული იქნება ბოლო დროს დევნილთა მიერ სხვადასხვა დაწესებულებებში გახშირებულ თვითნებურ შეჭრებთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება.
