შსს-მ ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შსს-მ ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავა
11:56 07.11.2012

შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტზე ზურაბ კიკვაძე და გიორგი ბასილაძე დააკავეს.

დაკავებულებს პირადი ჩხრეკისას აკრძალული პრეპარატები - 150 აბი „სუდაფედი“ და 30 აბი „სტაბლონი“ აღმოაჩნდათ.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პრეპარატები ზურაბ კიკვაძემ თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა. ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 1 ნაწილითაა აღძრული. მიმდინარეობს გამოძიება.

ბეჭდვა