გიორგი კალანდაძის დაკავება მთავარი პროკურორის თანდასწრებით განხორციელდა
გიორგი კალანდაძის დაკავება მთავარი პროკურორის თანდასწრებით განხორციელდა
11:22 07.11.2012
გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძის დაკავება, უშუალოდ მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თანდასწრებით განხორციელდა.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დაკავება მოხვდა მშვიდ გარემოში და მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა, ხოლო მისი ბინის ჩხრეკა დილამდე იმ ვითარების გათვალისწინებით გადაიდო, რომ თავიდან აგვეცილებინა ბინაში მყოფი კალანდაძის მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი შვილის სტრესული მდგომარეობა“ - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ გიორგი კალანდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ედება , რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ბეჭდვა