შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია წუხელ, გვიან ღამით, პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს.
როგორც ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე აცხადებს, ბაჩო ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
დეკანოიძის განცხადებით, ბრალის წარსადგენად პროკურატურას 48 საათიანი ვადა აქვს, ამიტომ ახალაიას ბრალს დღეს ან ხვალ წაუყენებენ.
ახალაიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
