სოზარ სუბარმა ქალთა საპატიმრო მოინახულა
სოზარ სუბარმა ქალთა საპატიმრო მოინახულა
18:20 06.11.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს სასჯელაღსრულების #5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოინახულა.

აღნიშნული დაწესებულება დღეს 5-მა მსჯავრდებულმა დატოვა, მათ შორის ნორა კვიციანმა და ერთმა არასრულწლოვანმა.

დღესვე სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მრჩევლის პოსტზე ლალი მაროშკინას კანდიდატურა წარადგინა.

ბეჭდვა