დღეს ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
09:58 07.03.2012
ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება.  ამის შესახებ "ნიუსპრესს" სააპელაციო სასამართლოს პრესამსახურის წარმომადგენელმა მარიკა მელქაძემ განუცხადა.

პროცესი 15:00 საათზე, მესამე დარბაზში იგეგმება. საქმეს მოსამართლე მაია ივანიძე განიხილავს.

ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი 2011 წლის 9 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი თაღლითობაში ედება.

ბეჭდვა