„უფლებადაცმველთა გაერთიანების“ განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებებს ანადგურებენ
„უფლებადაცმველთა გაერთიანების“ განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებებს ანადგურებენ
14:53 26.10.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებებს ანადგურებენ.
როგორც მჟავანაძე აცხადებს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლოებში, პროკურატურისა და შსს საგამოძიებო ორგანოებში იმ საქმის მასალების განადგურება დაიწყო, სადაც ადამიანების უდანაშაულობა და მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა ვლინდება.

მისი თქმით, ამ დღეებში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მეწარმე ჯუანშერ მაშიას ბრალდების საქმეში არსებული პირადი ჩხრეკის, ავტომანქანის ჩხრეკის და ავტომანქანის ამოღების ოქმები გაანადგურეს.

„აღნიშნული მტკიცებულებები არც სასამართლოში და არც პროკურატურაში არ იძებნება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - მტკიცებულების განადგურებაა. ის 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება“ - განაცხადა მჟავანაძემ.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლება ცდილობს ამ და სხვა საქმეებზე ყველა მტკიცებულება განადგურდეს.

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ბეჭდვა