ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება
ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება
19:26 06.03.2012
ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში ხვალ გაიმართება.  ამის შესახებ "ნიუსპრესს" სააპელაციო სასამართლოს პრესამსახურის წარმომადგენელმა მარიკა მელქაძემ განუცხადა.

პროცესი ხვალ 15:00 საათზე, მესამე დარბაზში იგეგმება. საქმეს მოსამართლე მაია ივანიძე განიხილავს.

ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი 2011 წლის 9 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი თაღლითობაში ედება.


ბეჭდვა