საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია თავისუფალია.   
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, იგი პრეზიდენტმა პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეიწყალა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიხეილ სააკაშვილს შუამდგომლობით 28 სექტემბერს მიმართა და ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით მისი შეწყალება სთხოვა.
პრეზიდენტმა შუამდგომლობა გუშინ დააკმაყოფილა. ცოტნე გამსახურდიამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გვიან ღამით დატოვა, რის შემდეგაც იგი საპატრიარქოში კათოლიკოსთან   მივიდა.
პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი სამართალდამცავებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13 წელი ჰქონდა მისჯილი.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       