საქართველოში "მერსედესის" წარმომადგენლობის გერმანელმა პარტნიორებმა, შესაძლოა, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებაზე უარი განაცხადონ.
ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა, ადვოკატმა როინ მიგრიაულმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"მერსედესის" ხელმძღვანელობა კომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში მეწილეებთან დაკავშირებულ დავას უარყოფითად ხვდება. მიგვაჩნია, რომ მეწილეებთან დაკავშირებით სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო", - განაცხადა მიგრიაულმა.
საქართველოში "მერსედესის" წარმომადგენელი შპს "აკა"-ა. კომპანიის 20 პროცენტიან წილს მაკა ასათიანი დედასთან და დასთან ერთად ფლობდა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას წილი ჩამოერთვა და ყოფილ პარტნიორს დავით ძოწენიძეს გადაეცა.
მიგრიაულის შეფასებით, შპს "აკა" გერმანულ ინსვეტიციებზეა დაფუძნებული. ამდენად, შესაძლოა, მომავალი წლიდან, ინვესტორებმა საქართველოში მუშაობის გაგრძელებისგან თავი შეიკავონ.
