სასჯელაღსრულების #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ანესთეზია რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დღეს პატიმარი მ.კ. გარდაიცვალა. 
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, 1971 წლის 24 აგვისტოს დაბადებული პატიმარი 12:55 საათზე, დიაგნოზით - თრომბოემბოლიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გარდაიცვალა.
„მ.კ. #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში თბილისის #8 დაწესებულებიდან 2012 წლის 19 სექტემბერს გადაიყვანეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები უკვე ინფორმირებული არიან“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს და  გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       