სასაზღვრო პოლიციას აშშ-ის სანაპირო დაცვის ვიცე-ადმირალი ეწვია
სასაზღვრო პოლიციას აშშ-ის სანაპირო დაცვის ვიცე-ადმირალი ეწვია
11:21 22.10.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას აშშ-ის სანაპირო დაცვის ვიცე-ადმირალი პიტერ ვ. ნეფენგერისი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სანაპირო დაცვის დელეგაცია ფოთში სასაზღვრო პოლიციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს პოლკოვნიკ კობა ბოჭორიშვილს და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორს II რანგის კაპიტანს ლაშა ხარაბაძეს შეხვდა.

ქართულმა მხარემ სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის დეტალები გააცნო. შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრებმა მშენებარე გემთსარემონტო სახელოსნო დაათვალიერეს. ვიცე-ადმირალი სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარ სამმართველოს, „ჩაქვისა“ და „სუფსის“ სანაპირო დაცვის სადგურებს ეწვია და ქართველი კოლეგების საქმიანობას ადგილზე გაეცნო.


ბეჭდვა