კომპანია „მაქსტოპის“ ყოფილი მფლობელის მინდია ქაშიბაძის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია სასტუმროში „თბილისი მერიოტი“ დღეს საგანგებო
პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ადვოკატმა აცნობა, იგი საზოგადოებას გააცნობს, თუ როგორი ტერორით იქნა წართმეული ქაშიბაძის საკუთრებაში არსებული კომპანია „მაქსტოპი“.  
მისი ინფორმაციით, კომპანია „მაქსტოპის“ მფლობელს მინდია ქაშიბაძე ტერეორის მსხვერპლია და პრაღაში 2010 წლის 6 დეკემბერს საქართველოდან ძებნის გამო დააკავეს.
დაკავების დღიდან ქაშიბაძე პანკრაცის ციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კი უარი თქვა მის ექსტრადირებაზე იმ მოტივით, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საქართველოში საფრთხე დაემუქრებოდა. 
ადვოკატის განმარტებით, მინდია ქაშიბაძე კრიმინალებმა და გაურკვეველმა პირებმა მაინც სცემეს და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის კაბინეტში აწამეს.
„პრესკონფენერციაზე აღნიშნულთან დაკავშირებით ის თვითონ გააკეთებს განცხადებას ჩეხეთიდან  და დაასახელებს ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნებს, რომლებიც წლების განმავლობაში ატერორებდნენ და სძალავდნენ ფულს, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია მისი ყველა ბიზნესის და ქონების ჩამორთმევა და ავთანდილ წერეთელზე და მის ოჯახზე გადაფორმება“ - აცხადებს დიმიტრი გაბუნია.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       