"საინიციატივო ჯგუფი" საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
"საინიციატივო ჯგუფი" საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
17:00 06.03.2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ "საქართველოს საინიციატივო ჯგუფის" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

როგორც "ნიუსპრესს" ჯგუფის წევრმა ალექსანდრე შალამბერიძემ განუცხადა, ისინი ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"ჩვენმა ადვოკატმა, კახა კუკავამ ყველა მტკიცებულება წარადგინა, რომ უმუშევრობის პრობლემა საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ეს დავასაბუთეთ პრეზიდენტის გამოსვლით პარლამენტში, ასევე, სხვადასხვა სოციალური გამოკითხვით, რომლის მიხედვითაც უმუშევრობის პრობლემა პირველ ადგილზე იყო. ცესკო-ს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე არ არის, ამ დოკუმენტებით გაბათილდა", - განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში 14 დღის ვადაში გასაჩივრდება.

"საქართველოს საინიციატივო ჯგუფმა" უმუშევარი მოქალაქეებისთის შემწეობის დანიშვნის საკითხთან დაკაშირებით, ცესკოს კითხვის სარეფერენდუმოდ რეგისტრაციისთვის მიმართა. ცესკო-მ აურყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, რაც ჯგუფმა საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

ბეჭდვა