დიმიტრი გაბუნია "მაესტროს" ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა დასჯას ითხოვს
დიმიტრი გაბუნია "მაესტროს" ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა დასჯას ითხოვს
15:58 06.03.2012
დიმიტრი გაბუნია ქვიშხეთში ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ამის შესახებ ადვოკატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ქვიშხეთში ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტებს უცნობი პირები თავს დაესხნენ, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაართვეს მიკროფონი, ტელეკამერა და არ მისცეს მუშაობის საშუალება. მსგავსი საქციელი დაუშვებელია,"- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, სისიხლის სამართლის კოდექსის 155 -ე მუხლის მიხედვით ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

"მოვითხოვთ, კადრებში დაფიქსირებულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რათა მომავალში ჟურნალისტების მიმართ მსგავსი ზეწოლა არ განმეორდეს", - განაცხადა გაბუნიამ.

ქვიშხეთში ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები გარდაცვლილი სოსო ქიმერიძის ოჯახის წევრებთან გასაუბრების მიზნით იმყოფებოდნენ.

ბეჭდვა