რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე კანონი გამკაცრდება.
"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც, კანონი უნდა ითვალისწინებდეს რასისტული შეუწყნარებლობის მოტივს, როგორც დანაშაულის ზოგად დამამძიმებელ გარემოებას.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, "დანაშაულის ჩადენისას რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის".
კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ჯერ არ დაწყებულა.
