საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით,
#6 რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2012 წლის 15 ოქტომბრის 13:00 საათის მონაცემებით 8 პატიმარი შიმშილობს.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, პატიმართა მოთხოვნები განსხვავებულია და უკავშირდება როგორც მათ წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს, ასევე მათ ჯანმრთელობას და სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენის მოთხოვნას. ამავდროულად ერთ პატიმარი შიმშილობს სხვა მოშიმშილე პატიმრისადმი სოლიდარობის ნიშნად.
სამინისტროს ცნობით, დაწესებულების ადმინისტრაციამ მოშიმშილე პატიმრებს განუმარტა შიმშილობის დროს მათ მიმართ მოპყრობის წესი და ყოფნის პირობები, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმმა კი – შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შესაძლო მძიმე შედეგები.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა იმ მოთხოვნების იდენტიფიცირება, რომელთა დაკმაყოფილებაც შედის მათ კომპეტენციაში და სათანადო ზომებიც იქნა მიღებული.
ამავდორულად, მოშიმშილეთა ნაწილს განემარტა, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება ადმინისტრაციის კომპეტენციას სცილდება და ამის შესახებ შესაბამის უწყებებს ეცნობა.
