ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნაზე შეზღუდვა წესდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შედის.
კანონის მოქმედი რედაქციით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის ვადა, შეუზღუდავია. კანონპროექტით ეს ნორმა რჩება, თუმცა შეზღუდვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღმოჩენილ ახალ გარემოებებზე წესდება.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით პირი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში.
