№18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ბრალდებული რ.გ. გარდაიცვალა.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროს
განცხადებაშია აღნიშნული, 1961 წლის 7 მარტს დაბადებული მსჯავრდებული 13 ოქტომბერს, დილის 08.35 საათზე გარდაიცვალა.
განცხადების თანახმად, №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი 13 ოქტომბერს 08.05 საათზე, სასწრაფო წესით, თბილისის №8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს, დიაგნოზით - გულის მწვავე უკმარისობა.
„სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტი ანესთეზია-რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსდა, სადაც რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა. მიუხედავად სამედიცინო დახმარებისა, სამწუხაროდ პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები უკვე ინფორმირებულები არიან.
