თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დავით ბეჟუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დავით ბეჟუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა
13:09 06.10.2012
თეთრiწყაროს რაიონულმა სასამართლომ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით ბეჟუაშვილის სარჩელი -23-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობის გაუქმებასთან დაკავშირებით - დააკმაყოფილა.

განაჩენი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრდამჭერებმა სასამართლოსთან გააპროტესტეს. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდტი შალვა ხაჭაპურიძე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში დღესვე აპირებს.

პირველადი შედეგების მიხედვით, უბანზე გამარჯვება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა დავით ბეჟუაშვილმა მოიპოვა. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ შედეგები გააპროტესტა, კოალიციის სარჩელი საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა და შედეგები ბათილად გამოაცხადა. დავით ბეჟუაშვილი რაიონულ სასამართლოში სწორედ ამ გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვდა, რომელიც სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა.


ბეჭდვა