ციხის საავადმყოფოში პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს
ციხის საავადმყოფოში პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს
13:26 05.10.2012
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა #18 სამკურნალო დაწესებულებაში დღეს დილით ბრალდებული ე.ნ. ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, 1970 წელს დაბადებული ბრალდებული ე.ნ.  დაწესებულების საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დაფიქსირებულია სავარუდოდ, სუიციდის ფაქტი.

უწყება განმარტავს, რომ ბრალდებული სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში 2012 წლის 26 სექტემბერს მოათავსეს. ე.ნ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო დააკავეს.

ბრალდებულის ოჯახის წევრებს აღნიშნული ფაქტის შესახებ დაწესებულების ადმინისტრაციამ აცნობა. ამავდროულად, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს.



ბეჭდვა