მსჯავრდებული ივანოვი სამკურნალო დაწესებულებაში რჩება
მსჯავრდებული ივანოვი სამკურნალო დაწესებულებაში რჩება
11:02 06.03.2012
მსჯავრდებული ვიქტორ ივანოვი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" შსს-ში განუცხადეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული წესით გასამართლებულმა ვიქტორ ივანოვმა 3 მარტს თვითმკვლელობა სცადა.

"ამჟამად იგი სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება,"- განუცხადა "ნიუსპრესს" სამინისტროს პრესასმსახურის წარმომადგენელმა ზურაბ გვენეტაძემ.

ივანოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, 7 დღით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მიუსაჯა.

ბეჭდვა