უცნობმა პირმა „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალიდან თანხა გაიტაცა
უცნობმა პირმა „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალიდან თანხა გაიტაცა
12:11 04.10.2012
უცნობმა პირმა დღეს დილით რობაქიძის გამზირზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი გაძარცვა. მძარცველი ბანკში კლიენტის სახით 09.48 საათზე შევიდა და ერთ-ერთი ოპერატორის მაგიდის უჯრიდან ფული გაიტაცა.

ბანკის წარმომადგენლები გატაცებული თანხის ოდენობას არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ის მცირე ოდენობისაა.

ინციდენტი დააფიქისირეს სათვალთვალო კამერებმა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარებს გამოძიება.

ბეჭდვა