შსს-მ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ უცნობ მამაკაცზე საქმე აღძრა
შსს-მ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ უცნობ მამაკაცზე საქმე აღძრა
21:43 01.10.2012
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცნობი მამაკაცის წინააღმდეგ, რომელიც უწყების ინფორმაციით კოალიცია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, საქმე აღძრა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გლდანში, #29 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა უცნობმა მამაკაცმა „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელ ირინა გულბიანს ქვები ესროლა და მიიმალა.

„გულბიანს თავის არეში დაზიანებები აქვს მიღებული. მომხდართან დაკავშირებით შეტყობინება გლდანის რაიონის პოლიციაში შევიდა“ - ნათქვამია განცხადებაში.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლითაა აღძრული.

ბეჭდვა