სამართალდამცავებმა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ჩვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა - ამის შესახებ გარდაცვლილი
ბავშვის დედამ თათია მექერიშვილმა „კახეთის საინფორმაციო ცენტრს“ განუცხადა.
„როგორც გურჯაანის პოლიციაში მითხრეს, 4 ადამიანი ყავთ დაკავებული. პოლიციის ვერსიით, ეჭვმიტანილი ან გოგონა და ბიჭი არიან, ან ორი ბიჭი. უფრო ზუსტად არაფერს მეუბნებიან და ეჭვმიტანილების ვინაობას არ ასახელებენ“ - აღნიშნა მექერიშვილმა „კახეთის საინფორმაციო ცენტრთან“ საუბრისას.
10 თვის ბარბარე რაფალიანი გუშინ საღამოს სოფელ კოლაგში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვს საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით ნახევრადსავსე ქვევრში, უკვე გარდაცვლილის მიაგნეს.
