ზღულაძე - პოლიციას თავშეკავებით მოქმედების ინსტრუქცია აქვს, ასევე, პოლიცია მზადაა მოქალაქეთა უფლებების დასაცავად
ზღულაძე - პოლიციას თავშეკავებით მოქმედების ინსტრუქცია აქვს, ასევე, პოლიცია მზადაა მოქალაქეთა უფლებების დასაცავად
20:16 30.09.2012

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ზღულაძემ ხვალიდნელ დღესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა,

 რომელსაც "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ: „ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, მოქალაქეები მისცემენ ხმას მათთვის სასურველ კანდიდატებს, პარტიას, საქართველოს პარლამენტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა უზრუნველყოს, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ამ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მშვიდ, ზეწოლისა და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.

მოვუწოდებ პარტიულ აქტივისტებს პატივი სცენ თითოეული მოქალაქის უფლებას გააკეთოს ასეთი არჩევანი და პატივი სცენ ამ არჩევანს, პატივი სცენ კანონს და თავი შეიკავონ სიტუაციის დაძაბვისგან.

ხვალინდელი დღე უნდა იყოს დემოკრატიის, თავისუფლების და ურთიერთპატივისცემის ზეიმის დღე.

პოლიციას აქვს ინსტრუქცია იმოქმედოს ფრთხილად, თავშეკავებით, თუმცა, თუ რაიმე ინციდენტი ან მოვლენა, საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეების უფლებას - მისცენ ხმა, პოლიცია სრულ მზადყოფნაშია დააწყნაროს სიტუაცია, მიიღოს ზომები და დაიცვას არჩევანის გაკეთების თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება.

დარწმუნებული ვარ საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდი და წყნარი. ესეიგი - ასეც იქნება."- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ზღულაძემ.



ბეჭდვა