თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქურდობაში ეჭვმიტანილ ზურაბ ზურაბიშვილს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წარსულში ნასამართლევმა ზურაბ ზურაბიშვილმა 2010-2011 წლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მდებარე ეკლესიებიდან ხატები და ჯვრები მოიპარა.
"სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული. გარდა აღიარებითი ჩვენებისა მის მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებული იქნა მოწმეთა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტებით, ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით,"- ნათქვამია საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ზურაბიშვილს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საიდანაც მსჯავრდებული 12 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 წელი პირობით ჩაეთვალა.
