სახალხო დამცველის აპარატი შსს-ს სურმავას ადგილსამყოფელის დასადგენად ღონისძიებების გატარებას სთხოვს
სახალხო დამცველის აპარატი შსს-ს სურმავას ადგილსამყოფელის დასადგენად ღონისძიებების გატარებას სთხოვს
17:31 29.09.2012
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინადადებით მიმართავს, დაუყოვნებლივ გაატაროს ეფექტური ღონისძიებები  ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას ადგილსამყოფელის დასადგენად.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 2012 წლის 27 სექტემბრიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომლის ბესო სურვამას მიერ ინტერნეტსივრცეში გარკვეული ვიდეოჩანაწერები გავრცელდა, ბესო სურმავას ოჯახის განმარტებით, მათთვის მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი.

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, მნიშვნელოვანია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ რეგულარულად ვრცელდებოდეს ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ.

ბეჭდვა